საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8 და 10 მაისს, ონლაინ-სივრცეში გაიმართება მეგობრული მატჩები საქართველოს და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.
თითოეული გუნდის შემადგენლობაში: 10;12;14;16;18 წლამდე 3-3 გოგონა და ჭაბუკი ითამაშებს. პარტიათა რეგლამენტია: 15 წუთი 10 წამის დამატებით და 3 წუთი 2 წამის დამატებით; მატჩი შედგება ორივე დროის კონტროლით 2-2 პარტიისგან.
პარტიები დაიწყება: 8 მაისს,18:00 საათზე და 10 მაისს 12:00 საათზე, საჭადრაკო პლატფორმა: playchess.com -ზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს: 10 წლამდე გოგონათა შორის კესარია მგელაძე და მარიამ კალანდაძე, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძე.