კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2020 წლის 27 მარტიდან აჩერებს საჰაერო მიმოსვლას სხვა ქვეყნებთან.
საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ გადაწყვიტა ეკატერინბურგში მიმდინარე კანდიდატთა ტურნირის შეწყვეტა. როგორც ფიდეს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი თავის ოფიციალურ წერილში იუწყება, ფიდეს არ შეუძლია ტურნირის გაგრძელება მოთამაშეთა და ოფიციალური პირების უსაფრთხო და დროული შინ დაბრუნების გარეშე.
ფიდეს პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ტურნირი გაგრძელდება მოგვიანებით, თუმცა ზუსტი თარიღის დანიშვნა დამოკიდებულია გლობალური ეპიდემიის მსვლელობაზე.