1-7 თებერვალს აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ქ. ბათუმში დაიწყო აჭარის ჩემპიონატი 8, 12, 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობენ მოჭადრაკეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
ტურნირის დახურვა გაიმართება 7 თებერვალს 18:00 საათზე. (დრო შეიძლება შეიცვალოს ბოლო ტურის დამთავრების მიხედვით).
ტურნირის მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი სოფიკო ტერელაძე.