დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონული ჩემპიონატები 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის. ტურნირი გაიმართა ხულოს მერიის დაფინანსებით და აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის ჩემპიონები მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის ჭადრაკის მასწავლებელთან, ქალბატონ იამზე ბოლქვაძესთან (რომელიც ასევე იყო ტურნირის მთავარი მსაჯი) ერთად დაფინანსდებიან აჭარის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ხულოს მერის მოადგილეები ბატონი ნადიმ ვასაძე და ბატონო მთიული შაინიძე, ასევე მერიის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ბადრი მელაძე, ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ედუარდ მიქელაძე, სპორტსკოლის დირექტორი ბატონი მევლუდ წულუკიძე, დირექტორის მოადგილე ბატონი ავთო აბულაძე და საჯარო სკოლების პედაგოგები.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
8 წლამდე გოგონებში :
I – ქრისტინა ხოზრევანიძე (პედაგოგი: გივი გობაძე)
II – ანანო ზოიძე
8 წლამდე ჭაბუკებში:
I – თორნიკე გობაძე (პედაგოგი: გივი გობაძე)
II – ლუკა გობაძე
III – ლაშა ბოლქვაძე
12 წლამდე გოგონებში:
I – ინეზა ართმელაძე (პედაგოგი: ზვიად კახაძე)
II – სალომე ართმელაძე
III – ნინი კახაძე
12 წლამდე ჭაბუკებში:
I – ირაკლი ართმელაძე (პედაგოგი: ზვიად კახიძე)
II – ანრი შავაძე
III – გიგი აბულაძე
16 წლამდე გოგონებში:
I – ლიზი შავაძე (პედაგოგი: აკაკი კომახიძე)
II – ლენა ცეცხლაძე
III – ანა კახაძე
16 წლამდე ჭაბუკებში:
I – ოთიკო აბულაძე (პედაგოგი: გენადი ცეცხლაძე)
II – ანრი მელაძე
III – უჩა იაკობაძე