21-30 იანვარს გიბრალტარში დაიწყო ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო ტურნირი – “გიბრალტარის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი – 2020”, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მოჭადრაკეები: შაჰრიარ მამედიაროვი, მაქსიმე ვაშიერ-ლაგრავე, ჰაო იანგი, ვესელინ ტოპალოვი, დავიდ ნავარა და სხვები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ასპარეზობს 5 საერთაშორისო დიდოსტატი: ივან ჩეპარინოვი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი.