ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც ასპარეზობს 234 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
აღსანიშნავია, რომ აჭარიდან მონაწილეობს 9 მოჭადრაკე – მგელაძე კესარია , ცეცხლაძე მარიამი, კალანდაძე მარიამი, გოგიაშვილები გიორგი და დემეტრე, ცეცხლაძე შოთა — 11 წლამდე; ქედელიძე ანეტა, ანი ყალიჩავა — 9 წლამდე და ანრი ყალიჩავა 7 წლამდე.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. საპრიზო ფონდი 4 800 ლარია.