ქ. თბილისში დასრულდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი – “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი – 2019”. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 127 მოჭადრაკე, 8, 10, 12 წლის გოგონებსა და ჭაბუკებში.
ბათუმელი მოჭადრაკე მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი), 10 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელია!
მარიამმა 5 მოგებით და 2 ყაიმით 7 ტურიდან 6 ქულა მოაგროვა და ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა.
ტურნირში ბათუმიდან მეორე სპორტსმენიც – კესარია მგელაძეც ასპარეზობდა, რომელმაც ძალები ბიჭებთან პაექრობაში მოსინჯა და 10 წლამდე ჭაბუკთა შორის VI ადგილზე გავიდა.
გამარჯვებულთა სამეულები:
8 წლამდე ჭაბუკებში:
8 წლამდე გოგონებში:
10 წლამდე ჭაბუკებში:
10 წლამდე გოგონებში:
12 წლამდე ჭაბუკებში:
12 წლამდე გოგონებში: