21-29 ნოემბერს, ქ. ბათუმი მასპინძლობდა მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა (ფიდე) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ასპარეზობაში მონაწილეობდა 21 ქვეყნის 48 სპორტსმენი. საქართველოდან 6 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმელი დანიელ სხვიტარიძე.
აღსანიშნავია, რომ 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ღონღაძემ 7-დან 4.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო სამეულები:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
1. ჯინ იუსინი (ჩინეთი)
2. ბაუსისი ნიკოლას (ლიეტუვა)
3. სერგეევი ვლადიმირ ნიკ (ფიდე)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
1. მანი სარბართო (ინდოეთი)
2. მაჰბუბი კიაშა (ირანი)
3. ულან რიზატი (ყაზახეთი)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
1. ნაკონეჩნი ოლექსი (პოლონეთი)
2. ლარი მარკი (საფრანგეთი)
3. ღონღაძე ალექსანდრე (საქართველო)
8 წლამდე გოგონათა შორის:
1. სუნ იუნჯინი (ჩინეთი)
2. თალაპანენი სარაიუ (აშშ)
3. გასანოვა აიატი (ფიდე)
10 წლამდე გოგონათა შორის:
1. ნაკშატრა გუმუდაველი (ინდოეთი)
2. ბისალიევა ალიშა (ყაზახეთი)
3. ჩენ ჟიჰანი (ჩინეთი)
12 წლამდე გოგონათა შორის:
1. ფილიპოვა მილანა (ყაზახეთი)
2. შოლპანბეკ ჟანსაია (ყაზახეთი)
3. დივი ბიჯეში (ინდოეთი)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:








