მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი –  ხუთი ტურის შემდეგ

ფიდესა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში სასტუმრო “გრანდ ბელაჯიო”-ში ფიდეს მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი მიმდინარეობს.

შეჯიბრება ექვს კატეგორიაში – 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის იმართება, რომელშიც 21 ქვეყნის 48 საუკეთესო მოჭადრაკე ასპარეზობს. საქართველოდან წარმოდგენილია 6 სპორტსმენი, მათ შორის ბათუმელი მოჭადრაკე დანიელ სხვიტარიძე.

ხუთი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

ჯინ იუხინ (ჩინეთი) 5-დან 4.5 ქულა

8 წლამდე გოგონათა შორის:

იუნჯინ სუნ (ჩინეთი) 5-დან 5 ქულა

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

მაბობი კიაშა (ირანი) 5-დან 4 ქულა
მანი სარბარზო (ინდოეთი) 5-დან 4 ქულა
სვაინ სატვიკ (ინდოეთი) 5-დან 4 ქულა

10 წლამდე გოგონათა შორი:

გუმუდაველი ნაკშატრა (ინდოეთი) 5-დან 4 ქულა

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

ლარი მარკ (საფრანგეთი) 5-დან 4 ქულა

12 წლამდე გოგონათა შორის:

ფილიპოვა მილანა (ყაზახეთი) 5-დან 3.5 ქულა
ბიჯეშ დივი (ინდოეთი) 5-დან 3.5 ქულა
შარვანიკა ა ს (ინდოეთი) 5-დან 3.5 ქულა