ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

14 ნოემბერს, სერბეთის საკურორტო ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა ვეტერანთა შორის.

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.

შეჯიბრებაში 65 ქვეყნის 385 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ჩემპიონატში რვა მოჭადრაკე ასპარეზობდა.

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა 75+ ასაკობრივ კატეგორიაში 11-დან 7 ქულა დააგროვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა!