აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულები ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი გაიმართა.

ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. ტურნირში დაითვალა ფიდე-ს რეიტინგის. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.

ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:

  1. გოგიაშვილი დემეტრე
  2. დიასამიძე რატი
  3. მალანია ამირანი

ქალთა შორის გამარჯვებულნი:

  1. ქედელიძე ანეტა
  2. ბერიძე სოფო
  3. ნაკაშიძე ნინი

გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დასახელდნენ აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.