აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 14 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
მონაწილენი: საქართველოს მოქალაქეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 13 ნოემბრის 19:00 საათამდე.
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/tL2S3Qm2s7n4vFxq8
ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით. ჩემპიონებს ასევე გადაეცემათ თასი.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია

