აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 ნოემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ფინანსური მხარდამჭერი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და ასაკობრივ კატეგორიებში:
A) ღია ტურნირი
B) 8 წლამდე ღია ტურნირი
C) 10 წლამდე ღია ტურნირი
D) 12 წლამდე ღია ტურნირი
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მოჭადრაკეს.
ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. რეიტინგის დათვლა ელვისებურ ჭადრაკში გადაწყდება მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ. ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/gGgkH6eQGG8yK2S96
საკონტაქტო მობ: 558 118 683
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 14 ნოემბერი, 19:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და უფროსი ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე n.alavidze64@gmail.com
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’ ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:

პრიზები:
ყველა კატეგორიის გამარჯვებული სამეული და 1 საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ყველა კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
ორი პრიზის აღების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია

