სამარყანდში 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა!

16-27 სექტემბერს, სამარყანდში მიმდინარეობდა 46-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.

ოლიმპიადა ორ სექციად — Open და ქალთა კატეგორიაში გაიმართა. თითოეული ეროვნული გუნდი ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან იყო დაკომპლექტებული.

ოლიმპიადაზე ღია კატეგორიაში 206 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო ქალთა შორის 188 გუნდი. 

საბოლოო ჩათვლაში ადგილები ასე განაწილდა:

ქალთა ნაკრები

I ადგილი — ჩინეთი — 20 ქულა
II ადგილი — ყაზახეთი — 18 ქულა
III ადგილი — ინდოეთი — 17 ქულა
VIII ადგილი — საქართველო — 16 ქულა

ვაჟთა ნაკრები

I ადგილი — უზბეკეთი — 20 ქულა
II ადგილი — ინდოეთი — 18 ქულა
III ადგილი — გერმანია — 18 ქულა
XXVIII ადგილი — საქართველო — 14 ქულა

აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და მესამე დაფაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

ქართველ მოჭადრაკეთა ინდივიდუალური შედეგები

ქალები:

ნანა ძაგნიძე (2478) — 5 ქულა
ნინო ბაციაშვილი (2466) — 6 ქულა
ბელა ხოტენაშვილი (2435) — 7 ქულა
ლელა ჯავახიშვილი (2424) — 5 ქულა
მერი არაბიძე (2370) — 5.5 ქულა

გუნდის კაპიტანი – სალომე მელია

ვაჟები:

მიხეილ მჭედლიშვილი (2550) — 5.5 ქულა
ნიკოლოზ კაჭარავა (2525) — 6 ქულა
ბაადურ ჯობავა (2576) — 5 ქულა
ლევან ფანცულაია (2492) — 5 ქულა
ლუკა პაიჭაძე (2461) — 6.5 ქულა

გუნდის კაპიტანი – ზურაბ სტურუა