FIDE-ს საჭადრაკო ოლიმპიადა – VI ტურის შემდეგ

16-27 სექტემბერს, სამარყანდში მიმდინარეობს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.

VI ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ 8 ქულით III-XIII ადგილებს ინაწილებს. ხოლო VII ტურში პოლონეთის გუნდს შეეჯიბრებიან.

6 ტურის შემდეგ ქართველი ვაჟები 8 ქულით 29–61-ე ადგილებს ინაწილებენ. მეშვიდე ტურში მათი მეტოქე ბანგლადეშის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების ინდივიდუალური შედეგები:

ქალები:
• ნანა ძაგნიძე (2478) – 3 ქულა / 5 პარტია
• ნინო ბაციაშვილი (2466) – 4 / 5
• ბელა ხოტენაშვილი (2435) – 4 / 5
• ლელა ჯავახიშვილი (2424) – 2.5 / 4
• მერი არაბიძე (2370) – 4.5 / 5

ვაჟები:
• მიხეილ მჭედლიშვილი (2550) – 2.5 / 5
• ნიკოლოზ კაჭარავა (2525) – 3 / 5
• ბაადურ ჯობავა (2576) – 4.5 / 6
• ლევან ფანცულაია (2492) – 3 / 4
• ლუკა პაიჭაძე (2461) – 2.5 / 4