17 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შშმ პირთა ჭადრაკის რიგით მე-3 ოლიმპიადა დასრულდა.
ოლიმპიადა FIDE-სა და უზბეკეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი დარჩენილ პარტიაზე + 30 წამი ყოველი სვლის შემდეგ.
შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 41 გუნდი მონაწილეობდა.
ოლიმპიადის გამარჯვებული პოლონეთის ნაკრები გახდა, გუნდმა შვიდ ტურში 13 მატჩ-ქულა დააგროვა და ტურნირი დაუმარცხებლად დაამთავრა.
გამარჯვებული სამეული:
- პოლონეთი — 13 მატჩ-ქულა
- კუბა — 12 მატჩ-ქულა
- უზბეკეთი-1 — 11 მატჩ-ქულა
FIDE-ს ინფორმაციით, ეს ფორმატი გაგრძელდება მომავალშიც. შშმ პირთა ჭადრაკის მე-4 ოლიმპიადა 2028 წელს აბუ-დაბიში უნდა ჩატარდეს.

