სტარტი აიღო ფიდეს საჭადრაკო ილიმპიადამ 2026

16 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, სტარტი აიღო 46-ე ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადამ 2026!

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.

ოლიმპიადა ორ სექციად — Open და ქალთა კატეგორიაში იმართება. თითოეული ეროვნული გუნდი ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგანაა დაკომპლექტებული.

46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებაა. ასპარეზობაში რეკორდულად მაჩვენებელი გუნდი მონაწილეობს – ღია კატეგორიაში 206 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 188 გუნდი. 

თამაშები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები:

  • ნანა ძაგნიძე
  • ნინო ბაციაშვილი
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • მერი არაბიძე

გუნდის კაპიტანი – სალომე მელია

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრები:

  • ბაადურ ჯობავა
  • მიხეილ მჭედლიშვილი
  • ნიკოლოზ კაჭარავა
  • ლევან ფანცულაია
  • ლუკა პაიჭაძე

გუნდის კაპიტანი – ზურაბ სტურუა

პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ტუნისიის ნაკრებს შეეჯიბრება, ხოლო საქართველოს ვაჟთა ნაკრები ეთიოპიის გუნდს.

ტურნირის განრიგი: