16 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, სტარტი აიღო 46-ე ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადამ 2026!
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.
ოლიმპიადა ორ სექციად — Open და ქალთა კატეგორიაში იმართება. თითოეული ეროვნული გუნდი ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგანაა დაკომპლექტებული.
46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებაა. ასპარეზობაში რეკორდულად მაჩვენებელი გუნდი მონაწილეობს – ღია კატეგორიაში 206 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 188 გუნდი.
თამაშები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ტუნისიის ნაკრებს შეეჯიბრება, ხოლო საქართველოს ვაჟთა ნაკრები ეთიოპიის გუნდს.


ტურნირის განრიგი:


