საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა)იპ ზუგდიდის საჭადრაკო კლუბი „ნონა“-ს ორგანიზებით, 25-30 სექტემბერს ქ. ზუგდიდში საქართველოს ჩამპიონატი U 1900 და U 1500 რეიტინგ კატეგორიებში გაიმართება.
ჩატარების ვადები და ადგილი:
25.09-30.09. 2026 წ. ზუგდიდის სპორტკომპლექსი; ჭ.ბენდელიანის ქ.35.
ტურნირები და მონაწილენი:
- U 1900 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1900 და ნაკლები.
- U 1500 ღია ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები ფიდეს სტანდარტული რეიტინგით 1500 და ნაკლები.
- ორივე ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე ურეიტინგო მოჭადრაკეებს.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე.
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი. - ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/fEfNDMde17UgSo2U6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 სექტემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის სატურნირო საწევრო შესატანია 50 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები: ა(ა)იპ ზუგდიდის საჭადრაკო კლუბი „ნონა“.
საბანკო ანგარიში: GE26TB7046036020100013; ს.ს „თიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: TBCBGE22;
შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (22 სექტემბრის 18:00
საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 100 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:

პრიზები: საპრიზო ფონდია – 3 500 ლარი.

გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს შესაბამის
რეიტინგ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან თასებით. - I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – გიორგი ბერია
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 577585870

