აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა “შავი ზღვის დელფინი 2026”.
ტურნირის მხარდამჭერები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ფესტივალის კატეგორიები
- A – 20 წლამდე ღია რეიტინგ ტურნირი;
- B – 12 წლამდე ღია;
- C – 10 წლამდე ღია;
- D – 8 წლამდე ღია.
თამაშის წესები:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიებაში ჩართულია 90 სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, ამერიკა და ფიდე-ს დროშით მოასპარეზენი.
16 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში:
- A – ღია ტურნირი (შოთა ჭურკვეიძის თასი)
- B – ღია ტურნირი 12 წლამდე კატეგორიაში (მამია ხარაძის თასი)
დასაწყისი 17:00 სთ.
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ღია ტურნირიში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:







