საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

5-10 ოქტომბერს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, სასტუმრო ბილთმორი, რუსთაველის გამზირი 29.

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 5 წლამდე – 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 6 წლამდე – 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 7 წლამდე – 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ტურნირში მონაწილე ყველა მოჭადრაკე ვალდებულია ეცვასმაისური, რომელზეც დატანილი იქნება მისი ქალაქისა და საჭადრაკო კლუბის/სკოლის სახელწოდება.

 ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 

წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე 

(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული 

ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

ჩემპიონატზე დაიშვებიან:

2026 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან თითოეულ კატეგორიაში: 3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს რეგიონს, დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი;

 სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7ტურად.
  • ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.    

გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის ჩატარების 

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე  (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და საწევრო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/8i6TQtidaNTLoYLE6 

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი 18:00 სათი.

 თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 50 ლარი.

 შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (1ნოემბრის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს. 

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com 

მობ:  558 11 86 837.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 100 ლარი.

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები. 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ტურნირის საწევრო შესატანის საბანკო  რეკვიზიტები:

  სს „საქართველოს ბანკი“ საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

საბანკო საკომისიო მომსახურეობის თანხას იხდის გადამხდელი პირი.

შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

 I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და სპეციალური  პრიზით;

II-III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და სპეციალური  პრიზით;

ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს  გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში  გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

 ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა