27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ბურჰანიეში II საერთაშორისო ღია საჭადრაკო ტურნირი (2nd Burhaniye Oren International Open Chess Tournament) გაიმართა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 4 კატეგორიაში 9 ტურად იმართებოდა, დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით. შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 530 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ქართველმა მოჭადრაკემ გაიოზ ნიგალიძემ A კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა, მან 9-დან 6.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

