გაიოზ ნიგალიძის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, თურქეთის ქალაქ ბურჰანიეში II საერთაშორისო ღია საჭადრაკო ტურნირი (2nd Burhaniye Oren International Open Chess Tournament) გაიმართა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 4 კატეგორიაში 9 ტურად იმართებოდა, დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით. შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 530 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ნაკრების წევრმა, საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ A კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და 9-დან 6.5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა!

50+ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო შედეგი ქართველმა დიდოსტატმა გიორგი ბაგატუროვმა აჩვენა.