ანასტასია ხნატიშინი ევროპის ქალთა ჩემპიონია

5 ივნისს, ქ. ბათუმში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი 2026 დასრულდა. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიება მიმდინარეობდა 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში იმართებოდა.

ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის საქართველოდან 30 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქალთა ჩემპიონის ტიტულის მფლობელი 15 წლის ანასტასია ხნატიშინი გახდა!

გამარჯვებული ათეული:

  1. ანასტასია ხნატიშინი (უკრაინა) 11-დან 9 ქულა
  2. საბრინა ვეგა გუტიერეზ (ესპანეთი) 11-დან 8.5 ქულა
  3. ოლგა ბადელკა (ავსტრია) 11-დან 8.5 ქულა
  4. ნურგიულ სალიმოვა (ბულგარეთი) 11-დან 8.5 ქულა
  5. ანა უშენინა (უკრაინა) 11-დან 8 ქულა
  6. კლაუდია კულონ (პოლონეთი) 11-დან 8 ქულა
  7. ოლგა ზიმინა (იტალია) 11-დან 7.5 ქულა
  8. ელინა როებერს (ნიდერლანდები) 11-დან 7.5 ქულა
  9. მერი არაბიძე (საქართველო) 11-დან 7.5 ქულა
  10. მაი ნარვა (ესტონეთი) 11-დან 7.5 ქულა

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: