ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი

24 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმი მასპინძლებს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს 2026. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ტურნირს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

მინისტრი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ მერი არაბიძის დაფაზე საპატიო პირველი სვლაც გააკეთა.

ჩემპიონატი 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით იმართება და მასში 32 ქვეყნის 170-ამდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს ღირსებას 30 მოჭადრაკე იცავს. ტურნირი FIDE-ს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის ნაწილია და მონაწილეებს ქალთა „მსოფლიოს თასის“ საგზურის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საჭადრაკო კავშირის გადაწყვეტილებით ტურნირიდან „მსოფლიო თასზე“ მინიმუმ 10 მოჭადრაკე მიიღებს კვალიფიკაციას.

ღონისძების ფოტოკოლაჟი: