ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი – VII ტურის შემდეგ

24 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმი მასპინძლებს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს 2026. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება მიმდინარეობს 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში იმართება.

ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის საქართველოდან 30 მოჭადრაკე მონაწილეობს.

7 ტურის შემდეგ ლიდერობენ:

  • მერი არაბიძე (საქართველო) 7-დან 6 ქულა
  • ანასტასია ხნატიშინი (უკრაინა) 7-დან 6 ქულა
  • საბრინა ვეგა გუტიერეზ (ესპაენთი) 7-დან 6 ქულა

აღსანიშნავია, რომ მერი არაბიძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი, უკრაინელი ანასტასია ხნატიშინი!

VIII ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: