24 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმი მასპინძლებს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს 2026. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება მიმდინარეობს 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში იმართება.
ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის საქართველოდან 30 მოჭადრაკე მონაწილეობს.
7 ტურის შემდეგ ლიდერობენ:
- მერი არაბიძე (საქართველო) 7-დან 6 ქულა
- ანასტასია ხნატიშინი (უკრაინა) 7-დან 6 ქულა
- საბრინა ვეგა გუტიერეზ (ესპაენთი) 7-დან 6 ქულა
აღსანიშნავია, რომ მერი არაბიძემ ევროპის ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი, უკრაინელი ანასტასია ხნატიშინი!
VIII ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:


