25 მაისს ქ. ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ქალთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება მიმდინარეობს 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში იმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: FIDE-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ECU-ს ტურნირის დირექტორი პეტრ პისკი, ღონისძიების მთავარი არბიტრი გეერტ ბაილეული, ტურნირის სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე სტეფან ესკაფრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასლან ბალაძე და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
ევროპის ქალთა პირველობისთვის 32 ქვეყნის 165 სპორტსმენი იბრძვის. საქართველოდან მონაწილეობენ:
- ჯავახიშვილი ლელა (2442)
- ხოტენაშვილი ბელა (2415)
- არაბიძე მერი (2409)
- ხუხაშვილი სოფიკო (2329)
- გვეტაძე სოფიო (2311)
- ფურცელაძე მაკა (2237)
- ჭარხალაშვილი ინგა (2235)
- ცეცხლაძე მარიამი (2234)
- კირთაძე ანასტასია (2233)
- ხურცილავა ინგა (2175)
- ოდიშარია თეონა (2167)
- მგელაძე კესარია (2147)
- დონღვანი ნია (2117)
- ლომაია დიანა (2110)
- ვახანია ალექსანდრა (2079)
- ესაძე თამარი (1974)
- რუსიტაშვილი თეა (1929)
- დიასამიძე ლულუ (1924)
- კოღუაშვილი თეკლა (1921)
- აშოთია ბარბარე (1913)
- გიორგაძე მარიამი (1909)
- კალანდაძე მარიამი (1892)
- რეხვიაშვილი მარიამი (1836)
- ჩხარტიშვილი ლიკა (1822)
- სალთხუციშვილი სარა (1763)
- ქედელიძე ანეტა (1676)
- ჭანტურია ლიკა (1649)
- ედიბერიძე ალექსანდრა (1638)
- ასათიანი ნატალი (1603)
- ჭიღვარია ანა (1518)
ტურნირის განრიგი:







