ქართველი მოზარდების ბრწყინვალე გამოსვლა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე!

26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ხორვატიის ქალაქ ტროგირში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა ღია და გოგონათა შორის, 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ასაკი გაიმართა 9 ტურად, დროის კონტროლით – 90 წუთი 30 წამის დამატებით თითო სვლაზე, დაწყებული პირველი სვლიდან. შეჯიბრების კატეგორიები გაერთიანებული იყო 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩემპიონატში 20 ევროპული ფედერაციის 100 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ჩვენმა წარმომადგენლებმა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს!

აღსანიშნავია, რომ 15 წლამდე ჭაბუკთა კატეგორია სრულად ქართველების ტრიუმფით დასრულდა:

  1. გაბრიელ გაბადაძე (9-დან 8.5 ქულა)
  2. ანდრია კვირიაშვილი (9-დან 8 ქულა)
  3. ლუკა ქუნთელია (9-დან 6 ქულა)

ლიკა ჩხარტიშვილი 15 წლამდე გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონია.

ალექსანდრე ღონღაძე 13 წლამდე ჭაბუკთა შორის ვიცე-ჩემპიონია.

თეა რუსიტაშვილი 13 წლამდე გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონია.

ლილე სვანაძე 11 წლამდე გოგონათა შორის – ევროპის ჩემპიონი.

მარიამ რეხვიაშვილი 11 წლამდე გოგონათა შორის – ვიცე-ჩემპიონი.