V ტური ჩვენი ნაკრებებისთვის წარმატებით დასრულდა. ქალების პირველმა და მეორე გუნდებმა ანგარიშით 2.5:1.5 დაამარცხეს სომხეთისა და ესპანეთის ნაკრებები. ქალების მესამე გუნდმა საბერძნეთთან 1.5-2.5 ითამაშა.
მამაკაცების პირველმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო მაკედონელებს. მეორე ნაკრები დიდი ბრძოლის შემდეგ ჩეხეთის გუნდთან დამარცხდა 1:3.
5 ტურის შემდეგ შემდეგი მდგომარეობაა:
საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მეორე ადგილზეა, მას წინ უსწრებს რუსეთი. ქალთა მეორე ნაკრები მე-6 პოზიციას იკავებს.
მამაკაცებში საქართველოს პირველი გუნდი მე-9 პოზიციაზეა, ტურნირის სათავეში კი უკრაინის და რუსეთის გუნდები არიან.
მე-6 ტურში ჩვენები შეეჯიბრებიან:
ქალები:
სერბეთი – საქართველო
საქართველო2 – პოლონეთი
საქართველო3 – ჰოლანდია
მამაკაცები:
საქართველო – ჩეხეთი
საქართველო2 – შვედეთი
29 ოქტომბერს ტურნირში დასვენების დღეა. თამაშები გაგრძელდება 30 ოქტომბრიდან 15:00 საათზე. ბოლო ტური გაიმართება 2 ნოემბერს 11:00 საათზე.
ტურნირის ყველა პარტია პირდაპირ ეთერში გადის. პარტიებს აკომენტარებენ ვალერი გაფრინდაშვილი და ქეთი წაწალაშვილი.