6-20 აპრილს, პოლონეთში ქალაქ კატოვიცეში ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა.
ღონისძიება 11 ტურად, შვეიცარული სისტემით ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ევროპის პირველობისთვის 43 ქვეყნის 501 მოჭადრაკე იბრძოდა, მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელი იყო:
- ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2518) 10-დან 7 ქულა
- ნიკოლოზ კაჭარავა (2500) 10-დან 8 ქულა
- ლუკა პაიჭაძე (2490) 10-დან 6.5 ქულა
- გიგა ყუფარაძე (2484) 10-დან 6.5 ქულა
- ლევან ფანცულაია (2472) 10-დან 7.5 ქულა
- ნოე თუთისანი (2454) 10-დან 6 ქულა
- თორნიკე სანიკიძე (2432) 10-დან 6 ქულა
- ირაკლი ახვლედიანი (2429) 10-დან 5.5 ქულა
- გიორგი სიბაშვილი (2405) 10-დან 6 ქულა
- ლუკა კილაძე (2380) 10-დან 6 ქულა
- აკაკი ყალიჩავა (2322) 10-დან 6.5 ქულა
- გიგა გოდერძიშვილი (2261) 10-დან 5 ქულა
ევროპის ვაჟთა ჩემპიონი გახდა უკრაინელი დიდოსტატი დეჰტიაროვ რომანი, რომელმაც 10-დან 9 ქულა მოიპოვა. მეორე ადგილის მფლობელი აზერბაიჯანელი დიდოსტატი აბასოვ ნიჟატი გახდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ასევე აზერბაიჯანელი დიდოსტატი სულეიმანლი აიდინია.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კაჭარავამ დიდი წარმატებით იასპარეზა ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და მაღალი კლასის თამაში აჩვენა. საბოლოოდ, ნიკოლოზმა 11 პარტიიდან 8 ქულა დააგროვა, X ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა! ასევე, მან ელო-რეიტინგს 28 ქულა შემატა.
აღსანიშნავია, რომ I–XXIII ადგილებზე გასულმა მონაწილეებმა მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს.

