საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-8 აპრილს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სენიორთა შორის.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
ღია ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, ხოლო ქალთა წრიული სისტემით 6 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.
ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- ყალაგაშვილი ფრიდონი (7-დან 5.5 ქულა)
- ხოფერია ზაზა (7-დან 5.5 ქულა)
- ბაღათურია გიორგი (7-დან 5.5 ქულა)
ქალთა ტურნირის გამარჯვებულნი:
- ხურცილავა ინგა (6-დან 6 ქულა)
- ნიკოლაძე სოფიო (6-დან 4 ქულა)
- მუსერიძე ნანა (6-დან 2 ქულა)
დაჯილდოება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით. ასევე, მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზური.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.

