25-31 მარტს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი “Reykjavik Open” გაიმართა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 15 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ღონისძიებაში 51 ქვეყნის 442 მოჭადრაკე ასპარეზობდა. საქართველოდან 4 მოჭადრაკე მონაწილეობდა:
- ნინო ბაციაშვილი,
- ნოე თუთისანი,
- ირაკლი ახვლედიანი,
- ქეთი წაწალაშვილი.
ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა – 9 პარტიიდან: 5 გამარჯვება, 3 ყაიმი, 1 მარცხი. საერთო სატურნირო ჩათვლაში ნინომ 6.5 ქულით X- XXVII ადგილები გაიყო ნოე თუთისანთან ერთად.
ირაკლი ახვლედიანმა 9-დან 7 ქულით III–IX ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით IX ადგილი დაიკავა.

