სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესმა ლიგამ

27 იანვარს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის სასტუმრო ”ბილთმორში” სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 85-ე და ქალთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესმა ლიგამ.

ტურნირები წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის ტარდება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან 30 წამის დამატებით თითიეულ სვლაზე.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარიდან 4 სპორტსმენი მონაწილეობს:

  1. ახვლედიანი ირაკლი (ვაჟთა შორის)
  2. ბაციაშვილი ნინო (ქალთა შორის)
  3. მგელაძე კესარია (ქალთა შორის)
  4. ცეცხლაძე მარიამი (ქალთა შორის)

პარტიები თბილისის დროით 15:00 საათზე იწყება.

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

ვაჟთა შორის:

ქალთა შორის: