ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საღამოს ალამაზებდა ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსაბმლი ბათუმი.
ორიგინალური ფორმით გაიმართა წილისყრის ცერემონია – თეთრი და შავი ღვინით სავსე ქვევრების საშუალებით!
ქვევრს საქართველოში სიმბოლური დატვირთვა აქვს – ღვინის უნიკალური დაყენების მეთოდი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ამიტომ, კენჭისყრის ატრიბუტადაც სწორედ ქვევრი აირჩა.
ღონისძიების დროს არაერთხელ აღინიშნა აჭარის როლი ჭადრაკის განვითარებაში, განსაკუთრებით კი 2018 წელს ბათუმში ჩატარებული მსოფლიოს 43-ე საჭადრკო ოლიმპიადა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბათუმის სპორტულ ქალაქად აღიარებაში.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გია გიორგაძემ, დიდი მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობას,
ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ქალაქ ბათუმის მერიას, პირადად მერს ბატონ ლაშა კომახიძეს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, ჭადრაკის მხარდაჭერისა და გახსნის ცერემონიის ორგანიზებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბათუმის, როგორც საჭადრაკო ქალაქის ისტორია, 20 წლის წინ, სწორედ ევროპის გუნდური ჩემპიონატის ჩატარებით დაიწყო. დრამატული თეატრის სცენაზე გათამაშდა მსოფლიოში უნიკალური და ერთადერთი საჭადრაკო მატჩი ევროპისა და აზიის ნაკრებს შორის, რომლის მონაწილეთა შორის იყო ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე გარი კასპაროვი. დღევანდელი დღეც ბათუმის ამ საჭადრაკო წარსულის, მისი ჩვეული ცხოვრების მორიგი საფეხურია.