ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონია სწრაფ ჭადრაკში!

10-11 იანვარს, მონაკოში, ევროპის ქალთა ჩემპიონატი გაიმართა სწრაფ ჭადრაკში.

ღონისძიება ჩატარდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე.

ასპარეზობაში 30 ქვეყნის 143 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სწრაფ ჭადრაკში გახდა ბათუმელი ნინო ბაციაშვილი! ფინალურ ტურში მან მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა მონაგარში მეორე მედალიც არის, სოფიო გვეტაძემ 11- დან 7.5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!