ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

8–12 იანვარს, მონტე-კარლოში, ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.

ელბისებურ ჭადრაკში მონაწილეობს 32 ქვეყნის 145 მოჭადრაკე, ხოლო სწრაფ ჭადრაკში 154 მონაწილე.

ჩემპიონატი ელვისებური ჭადრაკის ტურნირით დაიწყება.

ელვისებური ჭადრაკი:
ჩატარების თარიღი: 9 იანვარი
შვეიცარიული სისტემა — 13 ტური
დროის კონტროლი: 3 წუთი + 2 წამი თითოეულ სვლაზე

სწრაფი ჭადრაკი:
ჩატარების თარიღი: 10–11 იანვარი შვეიცარიული სისტემა — 11 ტური
დროის კონტროლი: 15 წუთი + 10 წამი თითო სვლაზე.

საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 46,500 ევროს:
• 15,200 ევრო — ელვისებური ჩემპიონატი
• 31,300 ევრო — სწრაფი ჩემპიონატი

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

  • ნინო ბაციაშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • მერი არაბიძე
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ქეთი წაწალაშვილი
  • ინგა ჭარხალაშვილი
  • ანასტასია კირთაძე
  • სოფიო გვეტაძე
  • კესარია მგელაძე