“ჩემპიონთა თასის” გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძის და ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ”ფედერაციის თასის” გამარჯვებულები სწრაფ ჭადრაკში კი ლევან ფანცულაია და ლელა ჯავახიშვილი გახდნენ.
ტურნირები გაიმართა 19-22 დეკემბერს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.
ელვისებურ ჭადარკში გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
- გიგა ყუფარაძე – 7,5 ქულა
- ბაადურ ჯობავა -7 ქულა
- ლუკა პაიჭაძე – 6,5 ქულა
სპეციალური ნომინაციები:
- 18 წლამდე საუკეთესო – ერეკლე ტაბატაძე
- სენიორი (50+) – ზაზა ხოფერია
- სენიორი (65+) – ზურაბ სტურუა
საპრიზო ფონდი – 12 600 ლარი
I–V ადგილები: 4000 | 2500 | 1500 | 1000 | 600
ელვისებურ ჭადრაკში გამარჯვებულები ქალთა შორის:
- ბელა ხოტენაშვილი — 8 ქულა
- მერი არაბიძე — 7.5 ქულა
- სოფიკო ხუხაშვილი — 6 ქულა
სპეციალური ნომინაციები:
- 18 წლამდე საუკეთესო – მარიამ კალანდაძე
- სენიორი (50+) – ინგა ხურცილავა
- სენიორი (65+) – ნონა გაფრინდაშვილი
სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
- ლევან ფანცულაია – 7 ქულა
- ლუკა პაიჭაძე – 7 ქულა
- გიგა ყუფარაძე – 6,5 ქულა
სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებულები ქალთა შორის:
- ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა
- ბელა ხოტენაშვილი – 7,5 ქულა
- მერი არაბიძე – 7,5 ქულა
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:




