Tech Mahindra Global Chess League-ის III სეზონის გამარჯვებულები

23 დეკემბერს, მუმბაიში დასრულდა Tech Mahindra Global Chess League-ის III სეზონი.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 6 გუნდი, თოთოეული გუნდი წარმოდგენილი იყო 6 მონაწილით.

ფინალში Alpine SG Pipers-მა დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი Triveni Continental Kings და გახდა ლიგის ჩემპიონი!

ფინალულ შეხვედრებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი დაამარცხა და   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის საერთო გამარჯვებაში. 

საბოლოო შედეგები:

დახურვის ცერემონიაზე Mahindra Group-ის თავმჯდომარემ ანანდ მაჰინდრამ განაცხადა, რომ Tech Mahindra Global Chess League-ის მეოთხე სეზონი 2026 წლის 2-13 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.