აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 20 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.
ღონისძიება ჩატარდა 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით.
ვაჟთ შორის გამარჯვებულნი:
- ტუღუში იოსები (7-დან 6 ქულა)
- დიასამიძე რატი (7-დან 5.5 ქულა)
- დიდმანიძე თენგიზი (7-დან 5 ქულა)
ქალთა შორის გამარჯვებულნი:
- დიასამიძე ლულუ (7-დან 5 ქულა)
- აროშიძე მარინე (7-დან 3 ქულა)
- მალაზონია ანა (7-დან 3 ქულა)
გამარჯვებულები: – I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დასახელდნენ აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
ვაჟთა შორის: ქალთა შორის:
I ადგილი – 150 ლ. I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 ლ. II ადგილი – 130 ლ.
III ადგილი -100 ლ. III ადგილი – 100 ლ.
ღონისძების ფოტოკოლაჟი:




