აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდამჭერით, 20 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.  

ტურნირში ფიდე-ს რეიტინგის დათვლა განისაზღვრება მონაწილეთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

მონაწილენი:
საქართველოს მოქალაქეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.  

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 19 დეკემბრის 19:00 საათამდე.

მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/j5KfET43Btme9QCN7

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა – 20 დეკემბერი, 15.30 სთ.

I ტური დაიწყება 16:00 სთ-ზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

ტურნირის დახურვა – 20 დეკემბერი 19:00 სთ.

გამარჯვებულები: – I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან  მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზით. ჩემპიონებს ასევე გადაეცემათ თასი. ფულადი პრიზი დაიბეგრება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

  ვაჟთა შორის:                                                         ქალთა შორის:

I  ადგილი – 150 ლ.                                                 I  ადგილი – 150 ლ.

II ადგილი – 130 ლ.                                                II ადგილი – 130 ლ.

III ადგილი -100 ლ.                                               III ადგილი – 100 ლ.

ტურნირის  დირექტორი:  საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია