საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-14 დეკემებრს ქ. ბათუმში გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მეორე ეროვნული ფორუმი, რომლის მთავარი მიზანია მწვრთნელთა პროფესიული განვითარება, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებთან ინტეგრაცია და საერთო საგანმანათლებლო სტანდარტების გამყარება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული 130-მდე პრაქტიკოსი მწვრთნელი, რაც კონფერენციას დიდ მასშტაბსა და მნიშვნელობას ანიჭებს.
კონფერენციის მთავარი თემები:
ღონისძიების ცენტრალური ნაწილი დაეთმობა ფედერაციის მიერ ბავშვთა ჭადრაკში დანერგილ ინოვაციურ სასწავლო პროგრამას ‘საფეხურები’.
განიხილება:
- საფეხურების I-II ტომის ძირითადი ასპექტები
- ახლად ნათარგმნი III და IV ტომის განხილვა
- პროგრამის განვითარება და განხორციელების ეტაპები
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები
- გამოვლენილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
- მიღებული შედეგები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაკონფერენცია ხელს შეუწყობს მწვრთნელებს შორის პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ეფექტური პრაქტიკების გაცვლას, რაც პირდაპირ აისახება ბავშვთა ჭადრაკის ხარისხიან განვითარებაზე.
მთავარი მომხსენებელი:
- ნატალია ეძგვერაძე — პროგრამა “საფეხურების” მთავარი მენტორი
სპეციალური სტუმარი სერგეი ტივიაკოვი (ნიდერლანდები) – ფიდე სენიორ მწვრთნელი ისაუბრებს:
- ბავშვთა ჭადრაკში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებსა და გლობალურ გამოწვევებზე
- მაღალი პოტენციალის მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტურ მეთოდებზე

