აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა.
ფინანსური მხარდამჭერი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი
ჩემპიონატი ჩატარდა ღია და ასაკობრივ კატეგორიაში:
A) ღია ტურნირი
B) 12 წლამდე ღია ტურნირი
ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5
წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 50-მდე სპორტსმენი.
ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- მაკოვეევ ილია (7-დან 6.5 ქულა)
- დიდმანიძე თენგიზი (7-დან 5 ქულა)
- გოგიაშვილი დემეტრე (7-დან 4.5 ქულა)
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – კალანდაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)
12 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:
- სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6 ქულა)
- ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
- ბორისენკო ლუკა (7-დან 5.5 ქულა)
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული – ლოზოვიჩ მილანიკა (7-დან 4 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



