აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 დეკემბერს გაიმართა აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის.
ღონისძიებას მასპინძლობდა სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”.
ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 9 მონაწილეს შორის .
ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:
- მალანია ამირანი
- ბოლქვაძე ბადრი
- ზაქარიაძე ზურაბი
ქალთა შორის გამარჯვებულნი:
- მგელაძე ანნა
- თედორაძე ლიანა
- ზოიძე ელენე
პრიზიორები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:





