7 დეკემბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ღია ბლიც-ტურნირი ”ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის გაიმართება.
ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით წრიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილენი:
ვეტერანები 50 წლის ზემით.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 6 დეკემბრის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ნომერი – 599 069 497
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 7 დეკემბერი 16:00 სთ.
I ტური – 16:15 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.)
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

