3 მედალი ფიდეს მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე

23 ნოემბერს,  ლინარესში FIDE-ს ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი დასრულდა.

ტურნირში მონაწილეობდა 12 უძლიერესი ქალთა ნაკრები.

გამარჯვებული გუნდები:

  1. ფიდეს სახელით მოასპარეზე გუნდი
  2. აზერბაიჯანის გუნდი
  3. ჩინეთის გუნდი

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ დაფებზე ქართველთა მონაგარშია 3 მედალი!

მერი არაბიძემ IV დაფაზე პირველი ადგილი დაიკავა! ხოლო ლელა ჯავახიშვილმა (II დაფა) და ბელა ხოტენაშვილმა (III დაფა) ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

დახურვის ცერემონიის ფოტოკოლაჟი: