სტარტი აიღო ფიდეს მსოფლიო ქალთა გუნდურმა ჩემპიონატმა

18 ნოემბერს, ესპანეთის ლეგენდარულ ჭადრაკის ქალაქში, ლინარესში სტარტი აიღო FIDE-ს ქალთა მსოფლიო გუნდურმა ჩემპიონატმა.

ტურნირში მონაწილეობს 12 უძლიერესი ქალთა ნაკრები.

თითოეული ჯგუფი თამაშობს წრიული სისტემით ხუთ ტურად. დროის კონტროლი მთელი პარტიის განმავლობაში 45 წუთი, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

საქართველო ‘B’ ქვეჯგუფში ასპარეზობს შემდეგ გუნდებთან ერთად: ჩინეთი (2473), უკრაინა (2399), საფრანგეთი (2353), უზბეკეთი (2336) და ინდოეთი (2334).

აღსანიშნავია, რომ საქართევლოს ნაკრებმა პირველ და მეორე ტურში მოწინააღმდეგე გუნდები (უზბეკეთი და ინდოეთი) 3.5-0.5 ანგარიშით დაამარცხა!

მესამე ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:

თამაშები თბილისის დროით 16:30 საათზე იწყება.

საქართველოს ნაკრები ტურნირში მოქმედი ჩემპიონის ტიტულით თამაშობს, მიღწევები მსოფლიო ჩემპიონატებზე:

  • ოქროს მედალი – 2015 წ. 2023 წ.
  • ბრინჯაოს მედალი – 2010 წ. 2011 წ. 2017 წ. 2021 წ.