ფიდეს მსოფლიოს თასი

30 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, ინდოეთის ქალაქ გოაში ფიდეს მსოფლიოს თასი იმართება.

ასპარეზობა ოლიმპიური სისტემით, 2 კლასიკურ პარტიად ტარდება დამატებით ტაი-ბრეიქებით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ღონისძებაში მონაწილეობს 206 მოჭადრაკე, მათ შორის 2 საქართველოდან:

  • ბაადურ ჯობავა (2577)
  • ლევან ფანცულაია (2474)

ბაადურ ჯობავამ პირველ წრეში 2.5-1.5 ქულით დაამარცხა კოლუმბიელი დიდოსტატი ხოსე გაბრიელ კარდოსო!

სამწუხაროდ, ლევან ფანცულაია ტურნირის პირველ წრეშივე დამარცხდა 0.5-1.5 ანგარიშით ფიდეს სახელით მოასპარეზე ივან ზემლიანსკისთან და გაეთიშა ასპარეზობას.

მეორე წრის პირველი პარტია ბაადურ ჯობავამ ყაიმით დაასრულა ვიეტნამელ დიდოსტატთან — ლი ქუან ლიმთან.

საპრიზო ფონდი: 2 მილიონი დოლარი

აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამი საუკეთესო მოჭადრაკე პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მიიღებს.

პარტიები საქართველოს დროით 13:30ზე იწყება.