22 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ გალიპოლიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის!
ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში იმართება: 50+ და 65+, ღია და ქალთა შორის.
ასპარეზობაში მონაწილეობს 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე, საქართველოდან ასპარეზობენ:
- ალექსანდრე ყაშაშვილი (50+)
- ზურაბ სტურუა (65+)
- მიხეილ კეკელიძე (50+)
- ზაზა ხოფერია (50+)
- ნონა გაფრინდაშვილი (65+)
- სოფიო ტერელაძე (50+)
- ინგა ხურცილავა (50+)
- სოფიო ნიკოლაძე (50+)
აღსანიშნავია, რომ 50+ კატეგორიაში ქალთა შორის პირველობისთვის ბათუმელი სოფიო ტერელაძე ასპარეზობს!