ევროპის გუნდური ჩემპიონატი – შედეგები ბოლო ტურის წინ

4-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქ. ბათუმი მასპინძლობს ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება ტარდება 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ჩემპიონატში ევროპის 39 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. ტურნირში მონაწილეობს 76 გუნდი, რომელთაგან 40 ღია კატეგორიაშია, ხოლო 36 – ქალთა შორის.

საქართველოდან ასპარეზობს 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).

VIII ტურში საქართველოს ქალთა მეორე ნაკრებმა 3-1 ანგარიშით დაამარცა ნიდერლანდების გუნდი, მამაკაცთა მეორე ნაკრებმა კი 2.5-1.5 სძლია საფრანგეთის გუნდს.

ქალთა შორის ბოლო ტურის წინ ლიდერობენ:

მამაკაცთა შორის ბოლო ტურის წინ ლიდერობენ: